დიზაინი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ დიზაინერულ მომსახურებას ნებისმიერი სარეკლამო პროდუქციის შესაქმნელად: ბუკლეტები, ბროშურები, კატალოგები, ბანერები, პოსტერები, სავიზიტო ბარათები, სატიტულო ბლანკები, კონვერტები, სიგელები, საქაღალდეები, ჩანთები, კალენდრები და სხვა

ოფსეტური ბეჭდვა

ჩვენი სტამბა აღჭურვილია Heidelberg-ის ფირმის ოფსეტური ბეჭდვის მაღალი წარმადობის მქონე თანამედროვე საბეჭდი დანადგარებით, რაც მაღალკვალიფიციურ პერსონალთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი პირობაა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის (ჟურნალები, გაზეთბი, კატალოგები, ბუკლეტები, ფლაერები, აფიშები, კედლის და სამაგიდე კალენდრები, და სხვა) შესაქმნელად.ა

ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვის მიმართულება აღჭურვილია XEROX-ის ფირმის თანამედროვე საბეჭდი დანადგარებით, ძირითადად გამოიყენება მცირე ტირაჟის მქონე მაღალხარისხიანი პროდუქციის (საფირმო ბლანკები, სავიზიტო ბარათები, მისალოცი ბარათები, მოსაწვევები, ფერადი და შავ-თეთრი მასალების გამრავლება, და სხვა) შესაქმნელად

ფართოფორმატიანი ბეჭდვა

ჩვენს კომპანიას გააჩნია ბელგიური წარმოების დანადგარი MUTOH 1640. ბეჭდვა ხორციელდება ეკოსლოვენტური მელანის საშუალებით, რომელიც გამოირჩევა მკაფიო ფერებით. ამ მეთოდით დაბეჭდილი ბანერი, სტიკერი, ბადე სტიკერი, Backlight ფირი, ვობლერი, დიდი ზომის პოსტერი, აფიშები და სხვა, მედეგია აგრესიული გარემოს ზეგავლენისადმი.
ფართოფორმატიანი UV დანადგარი Mimaki UJV-160 მთავარი უპირატესობაა მკვეთრი გამოსახულების დატანა ნებისმიერ ზედაპირზე, როგორიცაა: PVC (პვხ), ორგმინა, პლასტიკი, ალუმინი და სხვა. შესაძზლებელია პირდაპირი ბეჭდვა მეხსიერების ბარათებზე, დისკებზე, ლითონის ან პლასტიკის მზა ფირნიშებზე.

შოლკოგრაფია

იგივე ტრაფარეტული ბეჭდვა — ერთი ან მრავალფერიანი გამოსახულების დატანა ტრაფარეტული ბადის მეშვეობით. უნივერსალურობა შოლკოგრაფიის ძირითადი უპირატესობაა. ამ მეთოდით ბეჭდვა შესაძლებელია ზედაპირის ისეთ ნაირსახეობაზე, როგორიცაა: ქაღალდი, მუყაო, ტყავი, პლასტიკი, ნაჭერი, ხე და სხვა.