process in a modern printing house-gluing of covers
ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

გამომცემლობა „მერიდიანი“

შპს გამომცემლობა `მერიდიანი~ ს/კ 200004850 დაფუძნდა 1994 წლის 11 მარტს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სასწავლო, სამეცნიერო, შემეცნებითი, მხატვრული და საბავშვო ლი¬ტერატურის მომზადე¬ბა–გამოცემა, ასევე, პერიოდული ჟურნალ-გაზეთების, ორგა¬ნი¬ზაციების ინდივიდუალური სატიტულო ფურცლებისა და ფერადი ბლანკების მომზადება-და¬ბეჭდვა.

აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ უმა¬ღლეს სასწავლებლებსა და ორგანიზაციებთან, რომელთათვისაც ტენდერებში გამარჯვებისა და ინდივიდუა¬ლური შეკვეთების შედეგად არაერთი პროექტი განხორციელდა. 

მათ შორისაა საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია, საქართველოს ტე¬ქნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს პროკურატურა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საა¬გენტო, ბათუმის, სოხუმის, ქუთაისის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვ.

Stack of books and copybooks held by contemporary college student in casualwear
Used books on the bookshelf in library
ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

გამომცემლობა `მერიდიანს~ გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკუთარი სტამბა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის (ფერადი ბლანკების, ბროშურების, სქელტანიანი წიგნებისა და ჟურნალების) სამუშაოს შესრულება კომპიუტერული მომსა¬ხუ¬რებიდან დაწყებული შეკვეთის სრული ტირაჟის დაბეჭდვით დამთავრებული.

გამომცემლობა  აგრძელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი სახელ¬მძღვანელოების გამოცემას სხვადასხვა დისციპლინაში: ქართული ენა, ხელოვნება, ფიზიკა, ქი¬მია, ბიოლოგია, გეოგრაფია. გრძელდება თანამშ¬რომლობა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებთან და სხვა ავტორებთან როგორც მხატვრული, ასევე საბავშვო ლიტერატურის გამოცემის მიმარ¬თულებით.