ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით”

30,00 

აღწერა

   წიგნი წარმოადგენს პირველ მონოგრაფიულ ნაშრომს, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანული მოძღვრების ჭრილში იკვლევს კრიმინოლოგიის ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა – დანაშაული და დანაშაულობა, დამნაშავის პიროვნება, დანაშაულისა და დანაშაულობის გამომწვევი მიზეზები და პრევენცია. ნაშრომის სამეცნიერო ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მასში განხილულია მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლებების ის აქსიოლოგიური ასპექტები, რომლებიც კრიმინოლოგიას ეხება, გაშუქებულია მათი პოზიტიურ მეცნიერებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა და გაანალიზებულია საეკლესიო სწავლებებსა და სამეცნიერო მიდგომებს შორის თავსებადობის საკითხები.
 მეცნიერული ღირებულების მაქსიმალურად შეძენისა და სუბიექტივიზმის თავიდან აცილების მიზნით, ნაშრომში განვითარებული მიგნებები და დასკვნები გამყარებულია არა მხოლოდ ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრებითა და ლოგიკური მსჯელობებით, არამედ ემპირიული კვლევებითა და, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეებით სასამართლო პრაქტიკიდან.
 წიგნი კარგად აკავშირებს თეოლოგიასა და კრიმინოლოგიას, წარმოაჩენს, თუ როგორ გვეხმარება ქრისტიანული მართლმადიდებლური მორალური ღირებულებები დანაშაულისა და სამართლიანობის ცნებების სწორად გაგებაში. რელიგიური დოქტრინების კრიმინოლოგიურ დისკურსში ჩართვით, წიგნი, სისხლის სამართლის ეთიკურ და მორალურ ასპექტებზე, გვთავაზობს ახალ მიდგომებს.
    წიგნი სიღრმისეულად იკვლევს მართლმადიდებლური ქრისტიანობის ისეთ ძირითად კონცეფციებს, როგორიც არის ცოდვა, მონანიება, მიტევება და საღვთო სამართლიანობა. აღნიშნული კონცეფციები შედარებულია კრიმინოლოგიურ თეორიებთან, რაც ნათლად დაგვანახებს თუ რა გავლენას ახდენს რელიგიური მორალი სამართლებრივ ტრადიციებსა და დანაშაულებრივი ქცევის აღქმაზე.
   წიგნი ასევე გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულად მართლმადიდებლურმა მოძღვრებამ სისხლის სამართალსა და რეაბილიტაციის პრაქტიცირებაზე. წიგნში გაანალიზებულია ეკლესიის როლი მართლმსაჯულების ეთიკური საფუძვლების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ ქრისტიანები.
 წიგნი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მასში, მართლმადიდებლური სწავლების ჭრილში, გაანალიზებულია აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები. დამნაშავეთა შერიგებაზე, მონანიებასა და სოციალურ რეინტეგრაციაზე აქცენტირება, შეესაბამება თანამედროვე კრიმინოლოგიურ ტენდენციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სადამსჯელო ზომებთან შედარებით, რეაბილიტაციას ენიჭება უპირატესობას.
 წიგნის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი დარწმუნდება, რომ დანაშაულისა და დანაშაულობის კომპლექსური ბუნების გაგება ბოლომდე შეუძლებელია მცნიერების მიერ, თუ არ მოხდება ფაქტებისა და მოვლენების შესახებ ტრანსცენდენტური ცოდნის ინტეგრირება კრიმინოლოგიაში.

ავტორი: დავით წულაია
ფასი: 30 GEL